"ვალენსიას" ესპანელი ფეხბურთელი ხორდი ალბა "მილანისა" და "ნაპოლის" ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ფეხბურთელის აგნეტმა განაცხადა, "მილანის" ალბასადმი ინტერესი სიმართლეა.
"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ალბათი "მილანია" დაინტერესებული. ამ თვის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით კლუბის დირექტორს არიედო ბრაიდას, რათა გავარკვიოთ მოსალოდნელი ტრანსფერის პირობები", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, ვისენტე ფორესმა.
შეგახსენებთ, რომ ხორდი ალბათი სერიოზულადაა დაინტერესებული "ბარსელონა", რომელმაც უკვე შესთავაზა "ვალენსიას" 15 მლნ ევრო, თუმცა "ღამურები" საბოლოო პასუხისგან თავს იკავებენ.