"სანტოსის" ფეხბურთელი, ნეიმარი არ ეთანხმება ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მანუ მენეზესის აზრს იმის შესახებ, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელობისთვის ევროპაში თამაშია საჭირო.
"დროსთან ერთად გამოცდილებაც მოდის. დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ. ამ ყველაფრის მიღწევა "სანტოსშიც" შემიძლია და ევროპაში წასვლა აუცილებელი არაა. მენეზესს ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო სურს, თუმცა ყველაფერი მაინც ჩემს ოჯახზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმართან თანამშრომლობის სურვილს არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს. მათ შორის არიან მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა".