ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9-წლიანი თამაშის განმავლობაში ზაზა ფაჩულიამ, „იუტა ჯაზთან" შეხვედრაში 20 მოხსნა მოაგროვა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებული დროის მიხედვითაც პირადი რეკორდი დაამყარა - ზაზამ „იუტასთან" შეხვედრაში 54,10 წუთი ითამაშა. შეხვედრა, რომელშიც „ნბას" ისტორიაში რიგით მეცხრე ოთხმაგი ოვერტაიმი დაინიშნა, „ატლანტას" გამარჯვებით 139:133 დასრულდა. ფაჩულიამ მოხსნებთან ერთად 15 ქულა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.