კლაუდიო რანიერი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "იუვენტუსთან" 0:2 მარცხის შემდეგ, "ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.. მორატიმ 60 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და კარისკენ მიუთითა.
კლაუდიო რანიერის გაშვების შემდეგ, "ინტერს" სეზონის ბოლომდე დროებითი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა სტრამაჩონი უთავკაცებს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ში 29-ე ტურის თავზე, "ინტერი" 41 ქულით მე-8 პიზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება.