27, 28 მარტს ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება უორქშოფი ფილმების ციფრული დისტრიბუციის მნიშვნელობის შესახებ, BMO - ონლაინ შავი ბაზარი.
27 მარტს ჰეილი ჯო ინდუსტრიულ შეხვედრებს გამართავს ეროვნულ კინოცენტრში ქართველ პროდიუსერებთან, 28 მარტს კი ის შეხვდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც პრეზენტაციას ჩაუტარებს "ონლაინ შავი ბაზრის" (BMO ) შესახებ.
ონლაინ შავი ბაზარი - BMO ტალინის ბნელი ღამეების კინოფესტივალთან არსებული ბაზრობაა. იგი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის და დსთ-ს ტერიტორიებს.
ონლიან შავი ბაზარი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში. ეს არის ონლაინ კარი, რომელიც ღიაა რეგიონის ფილმების, პროექტების, სცენარების და კონტაქტების სამყაროში.