ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა "ბი-სი-ჯიმ" შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაირკა თუ რაც ტიპის ტურებს ანიჭებს უპირატესობას ქართველო ტურისტი და რა ტიპის ტურისტული პაკეტების შემუშავებაა სამომავლოდ საჭირო.
ტურიზმის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ შიდა ტურიზმის მაშტაბურ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ სწორად წარმართონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგია.
"ეს არის ძალიან კარგი ანალიზი თუ როგორი მდგომარეობა იყო 2009 წელს და როგორი პროგნოზებია 2010 წლისათვის. ასეთი ტიპის კვლევები არის ძალიან კარგი გზავნილი ტურ-ოპერატორებისათვის რათა მათ დროულად დაიწყონ ახალ ტურისტულ პროდუქტებზე მუშაობა. საქართველოში შიდა ტურიზმის არის მზარდი სექტორი და ამ კვლევის მთავარი ღირებულება არის რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო ასევ ეკერძო სექტორისათვის. გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ გარდა საზღვაო და სამთო კურორტებისა მომხმარებელი კულტურულ, ღვინის, ექსტრემალურ და სათავგადასავლო ტურებსაც ითხოვს. ტურისტულ ბაზარზე თუ კი ახალი კომპანია გადაწყვეტს შემოსვლას ის ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით მიხვდება, რომ აქცენტი შიდა ტურიზმზეც უნდა გააკეთოს, რადგანაც ყვეყანაში ასეთ ტურებზე მოთხოვნა მზარდია"- აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი
კვლევა 2009 წლის 4 ნოემბრიდან -16 დეკემბრამდე (6 კვირა) თბილისის მაშტაბით მიმდინარეობდა და მთლიანობაში 3382 რესპონდენტი გამოიკითხა
"ბი-სი-ჯის" მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 58,7%-მა გასული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაისვენა, 25,6%-მა კი ორჯერ. დასვენების უფრო ინტენსიური პრაქტიკა თბილისის მოსახლეობის გამოკითხულთა რაოდენობაში მცირეა. გამოკითხული თბილისელების 53 % ქალაქიდან გასვლის მიზეზად დასვენება (რეკრეაცია), 17 %-მა მეგობრებისა და ნათესავების მონახულება, 2 %-მა საქმიანი და პროფესიული ვიზიტი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 25 %-ი გასულ წელს ქალაქიდან საერთოდ არ გასულა.
ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით გაკეთებული კვლევის თანახმად, ქართველი დამსვენებელი ფინასური მოსაზრებებისა და გარკვეულ ადგილზე მიჯაჭვულობის გამო წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას დასვენებას ანიჭებს უპირატესობას. დამსვენებლები ძირითად შემთხვევებში, სოფლად საკუთარ სახლებში და ნათესავებთან დასვენებას ან საქართველოს ზღვისპირეთს ირჩევენ, როგორც ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კურორტებს.
მასალის გამოყენების პირობები