"უეფას" 36-ე კონგრესის ფარგლებში, ორგანიზაციამ და ევროპის კლუბების ასოციაციამ 2012-2018 წლებისთვის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მიშელ პლატინიმ და კარლ ჰაინც რუმენიგემ მოაწერეს.
ახალი ხელშეკრულება იმოქმედებს 2018 წლის 30 მაისამდე და მოიცავს სხვადასხვა პუნქტებს, მათ შორის დაზღვევის საკითხებს და შემოსავლების განაწილებას ევროპის ჩემპიონატიდან კლუბებს შორის. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატიდან კლუბები სავარაუდოდ 100 მლნ ევროს მიიღებენ, ხოლო 2016 წელს საფრანგეთის ჩემპიონატიდან, ეს თანხა 150 მლნ ევრომდე გაიზრდება.