საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, დღეს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი გამართა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და რომ არა მცირე უიღბლობა, მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდებოდა.
შეხვედრის მეორე წუთზე ჯეჯელაშვილმა თერთმეტმეტრიანის წყალობით ანგარიში გახსნა. ესპანელთა გოლის გატანის არაერთი მცდელობისა, ანგარიში პირველ ტაიმში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და 60-ე წუთზე საეზმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილი დრო ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა ანგარში აღარ შეცვლილა.
მასალის გამოყენების პირობები