საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, 26 მარტს, ფიგრულ სრიალში, მსოფლიო ჩემპიონატი იხსნება. აღნიშნული ჩემპიონატი ყველაზე გამორჩეულია, რადგან მასში მონაწილეობას 55 ქვეყნის 129 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ნიცაში საქართველოს ღირსებას ელენე გედევანიშვილი დაიცავს, რომელიც ტურნირზე მე-15 ნომრად არის განთესილი.
ნიცაში, დღეს ჩემპიონატის გახსნა შედგება, ხვალ სპორტსმენები წინასწარ მომზადებას გაივლიან, ხოლო 28 მარტს ჩემპიონატი ოფიციალურად აიღებს სტარტს.
მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 710 ათას დოლარს, რომელიც პირველ 12 ადგილზე გასულ მოცუგურავეებზე გადანაწილდება. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებული მიიღებს 45 ათასს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელები კი შესაბამისად 27 და 18 ათას დოლარს. წყვილთა თანრიგში გამარჯვებული 67.5 ათას დოლარს მიიღებს, მეორე და მესამეზე გასულები კი 40,5 და 27 ათას დოლარს.