იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის მთავრობასთან უცნაური ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, იტალიის ციხეებში ამჟამად მყოფი პატიმრების იმ ნაწილს, რომლებიც კარგი ყოფაქცევით იქნებიან გამორჩეულები იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრების საშუალებას მისცემენ.
მსგავსი ტიპის ინიციატივა სკანდინავიის ორ ქვეყანაში უკვე მოქმედებს - შვედეთსა და ნორვეგიაში. თუმცა, სკანდინავიის შემთხვევაში, პატიმრებს სპორტული ღონისძიების არჩევის უფლებაც კი აქვთ.
იტალიელი საფეხბურთო წრეების ჩინოსნების აზრით, მათ მიერ მთავრობასთან ახალდადებული ხელშეკრულება არა მხოლოდ პატიმრების ცხოვრებაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ "კალჩიოს" მიმართ პატიმრების ინტერესსაც უფრო მეტად გაზრდის.