გალერეა "ვანდაში" მიმდინარეობს მხატვარ გია ბუღაძის გამოფენა, სახელწოდებით "შავ-თეთრი რეფლექსები".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეის ხელმძღვანელმა ვანდა მუჯირმა განუცხადა, "ეს არის მულტიმედიური მხატვრული ექსკურსი ყოველდღიურობაში და ყოველდღიურობის რეფლექსი. სერია "შავ-თეთრი რეფლექსები" 40 ნამუშევრისგან შედგება და სამ ქვეთავად იყოფა.1. ყოველდღიურობის კალიგრაფია; 2. ტატუგრაფია; 3.გზავნილები.
გამოფენა გალერეა "ვანდაში" 31 მარტამდე გაგრძელდება.