ანრი ჯოხაძე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 24 მაისს მე-12 ნომრად იმღერებს. ევროვიზიის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობა ბაქოში დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას კენჭისყრის შედეგად გაირკვა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის თანახმად, 26 მაისს ფინალში ავტომატურად გადავა: აზერბაიჯანის (13) და "დიდი ხუთეულის" გერმანიის (20), დიდი ბრიტანეთის(1), ესპანეთის(19), საფრანგეთის(9), იტალიის (10), წარმომადგენელი. სხვა ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გაირკვევა.
ევროვიზიის ფესტივალზე მომღერალი სიმღერით "I, მ ა ჯოკერ" წარდგება. რიგით 57-ე კონკურსის ფინალი 26 მაისს შედგება.