ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის კვირას, 25 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. მოგეხსენებათ, როგორი ინტერესია გულშემატკივრებში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბების ურთიერთშეხვედრის მიმართ. ამის გათვალისწინებით, „ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი პაპიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისში გასამართი აღნიშნული მატჩისთვის ბილეთები არ გაიყიდება და მატჩზე დასწრება უფასო იქნება.