მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ, მადრიდის "რეალის"მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მოურინიოს ახლობელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარების კარგი უნარი აქვს.
"მოურინიო კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მიკვირს, მას ცუდად რომ მოიხსენიებენ ხოლმე. მე არ ვიცი ფეხბურთელი, რომელსაც პორტუგალიელ სპეციალისტთან ურთიერთობა ჰქონდა და ჟოზეს პატივს არ სცემდეს. იგი საუკეთესო მწვრთნელია, როგორც ურთიერთობაში, ასევე ტაქტიკური სქემის განლაგების თვალსაზრისით. მოურინიო უბრალოდ საუკეთესოა,"- განცხადა მილიტომ.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოს და დიეგო მილიტოს ერთად მილანის "ინტერში" აქვთ ნამუშევარი და 2009-2010 ჩემპიონთა ლიგის სეზონში გამარჯვებაც მოიპოვეს.