თბილისი, 26-31 მარტს, უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებს უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, ქართველ 17-წლამდელებს ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა, სფფ-ში ოფიციალურად გამოაგზავნეს იმ ფეხბურთელთა სიები, რომლებიც ელიტრაუნდის განაცხადში არიან შეყვანილი.