უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" 9 წლის გულშემატკივარს ხელი მოტეხა. „ვულვერჰემპტონთან" მატჩის წინ, გახურების მიზნით, რუნიმ რამდენჯერმე კარისაკენ დაარტყა. ერთი დარტყმა კი კარის უკან მჯდომ პატარა ბიჭს მოხვდა და ხელი მოსტეხა.
"პატარა ჯეიმს ტომასს ბოდიშს ვუხდი ტკივილის მიყენებისათვის. მე მას ჩემი ავტოგრაფით მაისური გავუგზავნე. შევეცდები შემდეგ მატჩებში გატანილი გოლები ჯეიმსს მივუძღვნა,"-განაცხადა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვულვზი" 5:0 დაამარცხა.