ტურინის "იუვენტუსს" მორიგი ფულადი ჯარიმა დაუწესეს. იტალიის თასზე "მილანის" წინააღმდეგ მატჩისას "ბებერი სინიორას" ფანებმა სალი მუნტარისა და ურბი ემანუელსონის მიმართ რასისტული შეძახილები გამოიყენეს, რის გამოც "ბიანკონერი" 20 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
მსგავსი შემთხვევები მიმდინარე სეზონში უკვე დაფიქსირდა. "იუვენტუსი" "უდინეზესა" და "ინტერის" მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო 10-10 ათასი ევროთი დააჯარიმეს.