საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა კვიროსთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ქართველმა და კვიპროსელმა 19-წლამდელებმა პირველ თამაშში ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, ამ ჯერზე კი უგოლო ფრით დაასრულეს მატჩი.
19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. გუნდს ახლა ოთარ კორღალიძე ავარჯიშებს.