დღეს, 23 მარტს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ქართული მხარე ქართველი მეზღვაურების საკითხებზე იმსჯელებს. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, გარდა ამ საკითხისა, ქართული მხარე შეხვედრაზე გაამახვილებს ყურადღებას გართულებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე გალის რაიონში.
"გარდა ჩვეულებრივ დღის წესრიგის საკითხებისა, განვიხილავთ გართულებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას გალის რაიონში და ასევე დავაყენებთ ქართველი მეზღვაურების საკითხს", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა გალის რაიონში 29 თებერვალს გაიმართა.