ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
ინფორმაციას გამოცემა BMG ავრცელებს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. პრემიერის თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან 2025 წლის ზაფხულამდე იკავებდა, ვიდრე გიორგი ერაძემ არ შეცვალა. შესაბამისად, ის სახელმწიფო საწარმოების CEO-ებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა. ლევან ჩიკვაიძე ამჟამად კერძო საფოსტო ბიზნესშია.