აშშ-ში უკრაინულ მომლაპარაკებელთა ჯგუფს ევროპელი პარტნიორები შეუერთდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი მომლაპარაკებლები 9 ოქტომბერს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში შეხვდებიან.
„უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფი ხვალ, პარასკევს შეერთებულ შტატებში ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს შეხვდებიან. ჩვენს მხარეს არიან ბუდანოვი, კისლიცია, არახამია და უმეროვი. შეხვედრები ორი დღით არის დაგეგმილი და იმედი გვაქვს, რომ ევროპული გუნდი შეუერთდება ჩვენს მომლაპარაკებელთა ჯგუფს, ასევე ამერიკულ ჯგუფს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, განხილული იქნება სექტორული ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები. ცალკე, ამერიკულ მხარესთან განხილული იქნება საჰაერო თავდაცვის საკითხები, ხოლო ევროპელებთან - დაფინანსების მოახლოება.
„ყველაფერს განვიხილავთ - როგორც ზღვას, ისე ენერგეტიკას. ჯერ ვერ ვიტყვი, რა შეიძლება იყოს რეალისტური ან უფრო რეალისტური... არ მინდა, რაღაც ვთქვა და შემდეგ რუსეთმა, როგორც ყოველთვის, საპირისპიროდ იმოქმედოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.