"ნიუ-იორკ რედ ბულზის" თავდამსხმელი ტიერი ანრი ნიუ იორკიდან ლონდონში "ბოლტონის" ნახევარმცველის, ფაბრის მუამბას მოსანახულებლად ჩაფრინდა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ანრი უკვე იყო მისული იმ საავადმყოფოში, სადაც მუამბა მკურნალობს.
2005-2007 წლებში მუამბა და ანრი "არსენალში" ერთად თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ მუამბამ "ტოტენჰემთან" სათასო მატჩისას გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად 23 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება. მას უკვე აქვს მეტყველებისა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, თუმცა შეძლებს თუ არა მუამბა ფეხბურთის თამაშს, ამაზე ექიმები პასუხს ვერ იძლევიან.