30 მარტს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა გაიმართება. იგეგმება მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის "სულის ყვავილების" პრეზენტაცია (მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4. სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. http://www.sciencelib.ge/node/64).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
წიგნში შესულია მიხეილ ღანისაშვილის (ილტოსპირელის) ლექსები და პოემები. კრებულის რედაქტორია ინგა მილორავა, რეცენზენტი - ტრისტან მახაური. წიგნი გამომცემლობა "საუნჯემ" გამოსცა.
წიგნში შესულია 400-მდე ლექსი და 8 პოემა. ეს არის პოეტის მხატვრული შემოქმედების მეტ-ნაკლებად სრულყოფილი გამოცემა, რომელშიც გაერთიანდა როგორც ადრინდელ გამოცემებში შესული, ისე ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი და გამოქვეყნებული ნაწარმოებები. ლექსები და პოემები დალაგებულია თემატური პრინციპით, ციკლების სახით. პოეტი აგრძელებს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციულ გზას, უხვად იყენებს როგორც აკადემიურ სალექსო, ისე ე.წ. მთისკილოურ საზომს. წიგნის ღირსებად უნდა ჩაითვალოს მისი თემატური და მხატვრული მრავალფეროვნება, სტილისტური დახვეწილობა, ენობრივი გამართულობა და სიმდიდრე, არქაისტული და დიალექტური ფორმების გაბედული, მაგრამ ზომიერი გამიყენება.
"სულის ყვავილები" მიხეილ ღანიშაშვილის მეშვიდე წიგნია. მიხეილ ღანიშაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ჭართალაში, მდინარე ილტოს ხეობაში, 1964 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. არის მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება-კავშირის, პოეტური ორდენის, "მარადახალი ქნარის"თავმჯდომარე.