5 15 იანვარს, პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესია დაინიშნა.
5 პლენარულ სხდომაზე მოხდება ცესკოს წევრობის ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების დამტკიცებაც.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარე 14 იანვარს კომისიის ოპოზიციონერი წევრების მიერ უნდა არჩეულიყო, თუმცა მათ მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირეს, რის გამოც, კანონის შესაბამისად, პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.
საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, იქამდე, 11:00 საათზე კი, ბიუროს წევრები დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
როგორც ცნობილია, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ ხარატიშვილის, ოთარ სიჭინავასა და ლევან თარხნიშვილის კანდიდატურები წარადგინა.