5 15 იანვარს ბერლინში საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული" იხსნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, "მწვანე კვირეული" სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
სამინისტროს ინფორმაციით, "მწვანე კვირეულის" გამოფენის მთავარი მიზანი, თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა.
ანალოგიური გამოფენების ჩატარება ქვეყნებს შორის, არაფორმალური კონტაქტების დამყარებასაც უწყობს ხელს. ბერლინში დაგეგმულ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ბიოღვინოს, ქვევრის ღვინის, მწვანე და შავს ჩაის, სვანური მარილის და აჯიკის გამოფენას და მათ პოპულარიზაციას გეგმავს. "ელკანას" გარდა საქართველოდან "მწვანე კვირეულის" გამოფენაში ღვინის კომპანიები: კორპორაცია "ქინძმარაული", "ტიბანელი", "თელიანი ველი" და "ბაგრატიონი". მიიღებენ მონაწილეობას.