ხვალ, 23 მარტს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მცირე დარბაზი გაიხსნება.
მცირე დარბაზი გაიხსნება პრემიერით "სუფთა სახლი". სარა რულის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ნინი ჩაკვეტაძემ დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ნინო ბურდული, ზაზა ვაშაყმაძე, სალომე მაისაშვილი, ეკა ჩხეიძე და დარეჯან ხაჩიძე.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე დარბაზი ექსპერიმენტული სცენაა და გათვლილია 70 მაყურებელზე.
სპექტაკლი განხორციელდა ქ. თბილისის მერიისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.