ბრიტანეთში ტურნეზე მყოფმა საქართველოს „ა" ნაკრებმა, 21 მარტს, პირველი თამაშში, ინგლისის მეორე ლიგის გუნდი, „ეშერ რაგბი", დამაჯერებელი ანგარიშით, 25:8 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველებმა ხუთი ლელო დაუდეს მეტოქეს, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს, რადგან გუნდში ნომინალური დამრტყმელი არ ყავთ.
შეხვედრის მსვლელობისას მსაჯმა პირველ ტაიმში ორი ქართველი მორაგბე 10 წუთით გაასინბინა, ხოლო მეორე ტაიმში წითელი ბარათით გააგდო კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც მეტოქის უხეშობას გამოეპასუხა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს „ა" ნაკრებმა პირველი ტაიმი 10:8 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ სამი ლელო დაუდო მეტოქეს.
ქართველთა მხრიდან ლელოები გაიტანეს ბექა ბიწაძემ, ირაკლი ჩხიკვაძემ, დავით ჩიტიძემ, გიორგი თხილაიშვილმა და ირაკლი გეგენავამ.