რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდ "PURNAVALOK"-ის კაპიტანმა, YURY DANILOV-მა, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფის საზღვაო რაიონში, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი "PUR-NAVOLOK"-ი 19 მარტს დააკავეს.