„ვილიარეალთან" გამართული მატჩის შემდეგ, „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. გუშინდელ შეხვედრაში მოურინიო კიდევ ერთხელ გააძევეს მოედნიდან, ისევე როგორც სერხიო რამოსი და მესუთ ოზილი.
„რეალის" თავკაცმა წითელი ბარაში მაშინ მიიღო, როდესაც მისი გუნდის კარის მიმართულებით საკამათო ჯარიმა დაინიშნა. ამ ჯარიმის შესრულების შემდეგ „ვილიარელმა" ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმის დებიუტში გააძევეს მოურინიოს დამხმარე რუი ფარიაც.
ზედიზედ ორი ფრის შემდეგ, „ბარსელონამ" „რეალთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა და ჩემპიონატის მიწურულს საკუთარ მოედანზე მიიღებს ლიდერს. შეხვედრა.