ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა 21 მარტს. „ვილიარეალი" ლიდერს, მადრიდის „რეალს" მასპინძლობდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს ქულები დააკარგვინა.
მატჩი ორმხრივი შეტევებიტ მიმდინარეობდა და გადამწყვეტ უპირატესობის მიღებას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. რამდენიმე სახიფითო მომენტი „რეალმა" შექმნა მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. მსაჯმა მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გააძევა, ხოლო მოგვიანებით მას სერხიო რამოსი და მესუთ ოზილიც მიაყოლა. ანგარიში 62- წუთზე გაიხსნა, როდესაც რონალდომ ოზილის შესანისნავი პასით ისარგებლა და რიგით 33-ე გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე, „ვილიარეალის" კაპიტანმა, მარკოს სენამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ რეალი ცხრა ფეხბურთელით დარჩა მოედანზე: მსაჯმა ჯერ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა რამოსს, ხოლო შელაპარაკების გამო ოზილიც გააძევა მოედნიდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა აღნიშნულ შეხვედრაში 13 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. საბოლოოდ 1:1 და „რეალსა" და „ბარსელონას" შორის ჩამორჩენა, 10 ქულიდან, 6 ქულამდე შემცირდა.
სხვა მატჩები შემდეგნაირად დასრულდა:
ვალენსია - სარაგოსა 1:2
ატლეტიკო - ბილბაო 2:1
ხიხონი - მალიორკა 2:3
სოსიედადი - ლევანტე 1:3