უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალი ლისაბონის სტადიონზე "ეშტადიუ დუ ბენფიკაზე" შედგება. ცნობისთვის, ეს სტადიონი მთავრი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალს 1967 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს, როდესაც შოტლანდიურმა "სელტიკმა" იტალიური "ინტერი" დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ წელს ლიგის ფინალს, რომელიც 19 მაისს გაიმართება, მიუნხენის "ალიანს არენა" უმასპინძლებს. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალი ტურინში "იუვენტუს სტედიუმზე" ჩატარდება.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ 2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ჩეხეთი იქნება, 2016 წლის ევროპირველობას ფუტსალში სერბული ბელგრადი მიიღებს.