22 მარტს, 17:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში თინათინ გოგოლაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
საღამოს უძღვება ნესტან მესხი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ნანა დიმიტრიადი, ნანა ავალიშვილი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია, მედეა ალთუნაშვილი, ლალი იაშვილი-პოლიტკოვსკაია, რუსუდან კიკნაძე, მაია მამარდაშვილი, ვილი გრიგორიანი, დინი ვირსალაძე და მარიამ მეძმარიაშვილი.