სამართალდამცველებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი სიყალბისა და გულგრილობის ჩადენის ფაქტზე ჩოხატაურის სატყეო უბნის რეინჯერები დააკავეს.
გრიგოლ გორგასლიძეს, ომარ მელუას და ნუგზარ რამიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.