ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, სროლის შედეგად 43 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია კი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, უცნობმა პირმა 43 წლის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი მსხვერპლს ჩაუსაფრდა.