ინგლისის ჩემპიონატში, 21 მარტს მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს „სიტი" და ლონდონის „ჩელსი" დაუპირისპირდება.
მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მატჩის წინ რამდენიმე თამამი კომენტარი გააკეთა.
„წლევანდელ სეზონში ჩვენ პრემიერლიგას მოვიგებთ. უკიდურეს შემთხვევაში, ამისათვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ჩემპიონატის დასრულებამდე არც თუ ისე ბევრი, ათი მატჩია დარჩენილი, მაგრამ მიმდინარე შედეგები ჩვენთვის ფანტასტიკურია. მინდა რომ სეზონი ასეთი წარმატებით დავასრულოთ,"-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.