კატალონიური "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიინევს, რომ მის გუნდს პრაქტიკულად შანსი არ აქვს, წლევანდელ სეზონში ესპანეთი ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.
"სამი დღის წინ უკვე გამოვხატე ჩემი აზრი ესპანეთი ჩემპიონატთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალმა" ქულები დაკარგა, არ შეცვლილა. მათემატიკურად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია "რეალის" დაწევა, მაგრამ მადრიდელები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ", - განაცხადა გვარდიოლამ.
"ჩვენი გულშემატკივრები ილუზიით არიან განწყობილი, რომ "ბარსელონა" ტიტულს მაინც მოიგებს. მათი მხრიდან ეს სწორია, მაგრამ რეალობა მაინც სულ სხვაა. ჩემპიონობისთვის ჩვენ 33 ქულის მოგროვება გვჭირდება, ხოლო რეალს რამდენიმე შეხვედრაში ქულების დაკარგვა. ეს ძალიან დიდი ჩამორჩენაა და "ბარსა" ჩემპიონი ვერ გახდება", - აღნიშნა "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა.