მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ "ვილიარეალთან" თამაშის წინ შემადგენლობა ფაბიუ კოენტრაუს გარეშე დააკომპლექტა. როგორც გახდა ცნობილი, მოურინიომ აღმოაჩინა ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს თუ როგორ ეწევა 24 წლის ფეხბურთელი სიგარეტს. კოენტრაუს რეჟიმის დარღვევა ფინანსურ ჯარიმადაც დაუჯდა.
"სამეფო კლუბი" "ვილიარეალს" დღეს ესტუმრება და გუნდს ფაბიუ კოენტრაუს გარდა, რაულ ალბიოლი და რიკარდუ კარვალიო დააკლდება.