აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადაა. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ დღეს, ბათუმში მიმდინარე ენერგეტიკულ კონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია მოხდა, რომელიც რუსეთის გვერდის ავლითა და შავი ზღვის გავლით უკრაინისთვის, ბელორუსისა და პოლონეთისთვის გაზის აზიიდან ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ამასთან, არტურ რასიზადეს განცხადებით, აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მოპოვება გაიზარდა.
"აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 52,5 მილიონი ტონით, ხოლო გაზის 28,5 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ არსებობს ნავთობისა და გაზის მარაგები საერთაშორისო ბაზარზე გასატანად", - განმარტა აზერბაიჯანის მთავრობის ხელმძღვანელმა.