მოძრაობა "თეთრების" შეფასებით, ცესკოს თავჯომარეობის დასახელებული კანდიდატების შერჩევა ადასტურებს, რომ "სააკაშვილსა და მის გარემოცვას დემოკრატიის ეშინიათ".
"მხოლოდ დიქტატორს, მხოლოდ ერთმმართველს, მხოლოდ მშიშარას, მხოლოდ სკამზე სისხლისღვრამდე შეყვარებულს, მხოლოდ კორუმპირებულს და კორუმპირებულთა დამცველს შეეძლო ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში _ სამი ერთნაირად თავისიანისათვის, როგორც ზუსტად ითქვა, სამი თარხნიშვილისთვის მიეცა რეკომენდაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარედ. ეს კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ "ნაცმოძრაობა" არის მისი იდეოლოგიური წინაპრის "მოქკავშირის" მიერ დამკვიდრებული ანტიდემოკრატიული და ანტიქართული წესის "არჩევნებს იგებს არა ხალხი, არა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, არამედ ის პარტია, და ის ჯგუფი, რომელიც ხმებს ითვლის" ერთგული", - ნათქვამია თემურ შაშიაშვილის პარტიის განცხადებაში.
"თეთრები" მიიჩნევენ, რომ "ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლების ამ ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად გამოეხმაურება, ამ პოლიტიკურ ფარსში მიიღებს მონაწილეობას".