საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ეჭვობს, რომ რუსეთი ალტერნატიული მილსადენების მშენებლობის ახალი პროექტის ჩაშლას შეეცდება.
აღნიშნულის შესახებ გილაურმა ის სახელმწიფოები, რომლებიც ახალ პროექტს უნდა შეუერთდნენ, დღეს, ბათუმში მიმდინარე ენერგეტიკულ კონფერენციაზე გააფრთხილა.
შეგახსენებთ, რომ ახალი პროექტი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მილსადენების მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლითა და შავი ზღვის გავლით უკრაინისთვის, ბელორუსისა და პოლონეთისთვის გაზის აზიიდან ტრანსპორტირებას მოახდენს.
"დღეს არის ახალი ერის დასაწყისი ენერგოთანამშრომლობის კუთხით. საქართველოს გავლით, მოხდება ენერგორესურსების ტრანსპორტირება უკრაინაში, ბელორუსსა და პოლოინეთში, ამავე დროს რუმინეთსა და ბულგარეთში, მესამე ბაზარი კი თურქეთი იქნება. მოსკოვი ამ პროექტის წინააღმდეგი იქნება და ალტერნატიული მილსადენების მშნებელობის პროექტის ჩაშლას შეეცდება, თუმცა ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ენერგეტიკული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც 10 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება.