ბელორუსის ვიცე-პრემიერ ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ბელორუსი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გარღამავებით დაინტერესებულია. ამის შესახებ კობიაკოვმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
"მქონდა საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთანაც და დავინახე, რომ ჩვენ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს", - განაცხადა ბელორუსის მთავრობის ხელმძღვანელმა.
მისი განმარტებით, ბელორუსი მაღალ შეფასებას აძლევს ბევრ ქართულ სავაჭრო მარკასაც.
"თითქმის ყველა მაღაზიაში ქართული ღვინო იყიდება. შემოდის მინერალური წყალიც. დაინტერესებული ვართ ციტრუსის შეძენითაც. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ურთიერთობების გაღრმავება შეგვიძლია", - განმარტა კობიაკოვმა.