რუსი ფიგურული მოციგურავე ანგელინა ტელეგინა, რომელიც ვალენტინ მოლოტოვთან ერთად რუსეთის თასის მონაწილე და პრიზორია, მომავალ სეზონში ოთარ ჯაფარიძესთან ერთად იასპარეზებს.
2011 წლის რუსეთის ჩემპიონატზე ტელეგინას და მოლოტოვის დუეტმა მეექვსე ადგილი დაიკავა. მოლოტოვს, ტრამვის გამო კარიერისთვის თავის დანებება მოუწია და როგორც ცნობილი გახდა, ანგელიანას ახალი პარტნიორი ეყოლება.
„როდესაც ტელეგინა და მოლოტოვი ჩემთან ვარჯიშობდნენ, მე გახარებული ვიყავი, რომ შემხვდა წყვილი სადაც ორივე რუსი ეროვნების იყო. სამწუხაროდ, ვალენტინის ტრამვის შემდეგ, ანგელინა მარტო დარჩა და მეც იძულებული გავხდი მისთვის შესაფერისი პარტნიორი მეპოვნა. პარალელურად ჩემთან ვარჯიშობდა ქართული წყვილი ოთარ ჯაფარიძე და ელისონ რიდი. მათი ურთიერთობა არ აეწყო და ოთარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, მან ეს ნაბიჯი არ გადადგა და ტელეგინასთან ერთად გადაწყვიტა სრიალი. ტელეგინა და ჯაფარიძე საქართველოს სახელით იასპარეზებენ,"- განაცხადა მათმა მწვრთნელმა ევგენი პლატოვმა.
პლატოვი, 2003 წლიდან, ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში მუშაობს. მისი ყველაზე წარმატებული ყვილები იყვნენ, ისრაელის სახელით მოასპარეზე გალიტ ჩეიტი/სერგეი სახნოვსკი და ბრიტანელები შინედ კერი/ ძონ კერი.