საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსს მადლობას უხდის.
"ბელორუსი დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ქართველ ხალხს ეს არასდროს დაავიწყდება", - განაცხადა სააკაშვილმა ბელორუსის ვიცე-პრემიერ მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.
ამასთან, საქართველოს პირველმა პირმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზეც ისაუბრა და ბელორუს ხალხს ქართული პოტენციალის ტურიზმისთვის გამოყენება შესთავაზა.
"ზაფხულში ბელორუსი ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით. მინდა ჩვენს შორის კავშირები გამყარდეს და უფრო მეტი ბელორუსელი ჩამოვიდეს საქართველოში", - მიმართა სააკაშვილმა ბელორუსის პრემიერ-მინისტრს და აქვე ვიტრუსის ექსპორტის კუთხით და სასოფლო-სამეურნეო სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა.
"ჩვენ ვაფასებთ ბელორუსი ხელისუფლების სიბრძნეს და შორსმჭვრეტელობას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და მიხარია, რომ ბელორუსის ხელისუფლება ამ გამოწვევებს უმკლავდება.
ყველაზე მძიმე მომენტიც ბელორუსმა არ შეაფერხა ქართული საქონლის ექსპორტი საკუთარ ქვეყანაში. ახლა თანამშრომლობა ციტრუსების ექსპორტის კუთხით უნდა გავზარდოთ. მე შევხდვი გლეხებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ბელორუსული ტრაქტორი საუკეთესოა. ამ კუთხით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია", - განაცხადა სააკაშვილმა.