ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო, სერიოზულად არის დაინტერესებული ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დაკავების თაობაზე.
„მას შემდეგ რაც მე ბუცები ლურსმაზე ჩამოვკიდე და ფეხბურთელი კარიერა დავასრულე, უფრო ხშირად ვფიქრობ პოლიტიკურ კარიერაზე. რაოამც არ უნდა დავიწყო ეს ფეხბურთის ფდერაციის პრეზიდენტობით?! მე მსურს პრეზიდენტობა,"- განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ თანამდებობა დატოვა რიკარდო ტეიშეირამ, რომელიც ამ პოსტს 1989 წლიდან იკავებდა.