რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ 2008 წლის აგვიტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსი სამხედრო მოსამსახურეების ნარჩენები ამჟამად თბილისის მორგში იმყოფება. ეს განცხადება დღეს რუსეთი თავდაცვის სამინიტროს გმირების უკვდავყოფის სამმართველოს უფროსმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრე კირილინმა გააკეთა.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დროს უგზო-უკვლოდ რუული არმიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა. მათ შორისაა ომის პირველ დღეებში ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის მეთაური პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე კოვენცოვი.
კირილინის თქმით, თბილისის მორგში ასევე იმყობევა რვა რუსი სამხედროს გვამი.
"სამწუხაროდ, საქართველოსთან არსებული ურთიერთობები ჩვენ საშუალებას არ გვაძლევს კვლევითი სამუშაოები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩავატაროთ. მაგრამ ჩვენ ამჯამად ხელთ გვაქვს ფოტომასალა, რომელიც რვა რუსი სამხედრო მოსამსახურის გვამის თბილისის ჰოსპიტლის მორგში არსებობას ადასტურებს", _ განაცხადა კირილინმა.
მისივე თქმით, კონკრეტულიად თქმა იმისა თუ ვინ არიან ეს სამხედროები ამჟამად შეუძლებელია. "ამასთან ერთად სავსებით შესაძლებელია ის, რომ ამ გვამებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს რვა რუს სამხედროსთან. თუმცა ამგვარი მუშაობა მიმდინარეობს",_ აცხადებს კირილინი.