უელსის მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის მეხუთე ტურშიც გაიმარჯვა და დიდი სლემით, ანუ წაუგებლად გახდა ჩემპიონი. დასკვნით მატჩში, 17 მარტს უელსელებმა შინ კარდიფის „მილენიუმის" სტადიონზე 16:9 დაამარცხეს ფრანგი „მამლები" და მესამედ მოიგეს პრესტიჟული ტურნირი. მანამდე ისინი 2005 და 2009 წელს გახდნენ ჩემპიონები.
მეორე ადგილზე ინგლისის ნაკრები გავიდა, რომელმაც „თვიქნემის" სტადინზე დამაჯერებლად აჯობა ირლანდიას და მეორე ადგილზე გავიდა, რაც კარგ შედეგად ჩაეთვალა, რადგან ექვსი ერის ექს-ჩემპიონ გუნდში ახლა რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მისგან ასეთი მაღალი ადგილი არ იყო მოსალოდნელი.
აუტსაიდერთა მატჩში იტალიამ რომში „ოლიმპიკოზე" შოტლანდია დაამარცხა და თავიდან აირიდა სიმბოლური „პრიზი", ეგრედ წოდებული „ხის კოვზი", რომელსაც ყველა თამაშის წამგებ გუნდს აკუთვნებენ. ხუთი ერის პირველობა 2000 წელს იტალიის დამატების შემდეგ გარდაიქმნა ექვს ერად და ამ გუნდმა 9-ჯერ დაასრულა „ხის კოვზით". შოტლანდიისთვის ეს არაპრესტიჟული წოდება მესამეა.