აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, 6-9 მარტს, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „აბრეშუმის გზა", სადაც მონაწილეობას საქართველოს მოკრივეთა ნაკრები იღებდა. რამაზ ფალიანის გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლები მოიპოვეს სევერიან ჭილაძემ, კობა ფხაკაძემ და მიხეილ ბახტიძემ.
14-18 მარტს ლიტვაში, კერძოდ ვილნიუსში, საერთაშორისო შეჯიბრება ახალაგზრდებს შორის გაიმართა. ტურნირში 22 ქვეყნის მოკრივეები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ახალაგზრდულმა მოკრივეთა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ალექსანდრე დოკვაძე გახდა, ხოლო ჯემალ შალამბერიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.