15-17 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი მიშელინ კალმი-რეი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულ ვიზიტს კალმი-რეი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თამვჯდომარის რანგში განახორციელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სახალხო ომბუდსმენთან.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, ასევე ის პროგრამები განიხილება, რომლებსაც ევროპის საბჭო საქართველოში ახორციელებს.