24-25 მარტს თბილისში ჩატარდება თანამედროვე და საესტრადო ცეკვების რიგით მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადა რომელშიც მონაწილეობას საქართველოში მოღვაწე კოლექტივების გარდა, უცხოეთიდან ჩამოსული მოცეკვავეებიც მიიღებენ.
ოლიმპიადაში მონაწილეობს სხვადასხვა ასაკის სოლო შემსრულებლები და ჯგუფები განსხვავებულ კატეგორიებში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 14-ზე მეტ ნომინაციაში რომელთაც გადაეცემათ სპეციალური პრიზები და სიგელები .
ოლიმპიადისთვის სპეციალურად შეირჩა ქართველი და უცხოელი მსაჯებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური, რომელსაც ცეკვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IDO) ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი კოკოულინი უხელმძღვანელებს. ოლიმიპადა 2 დღეს გასტანს,ოლიმიპიადას აფინანსებს და მხარს უჭერს ქ.თბილისის მერია