საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადეგნელი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტს განათლების სისტემის რეფორმირებისადმი არაადეკვატურ მიდგომაში ადანაშაულებს.
განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენიტს მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ცაგარეიშვილმა დღეს, პარალმენტში, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის გაუგებარია, თუ ვის აბრალებს სააკაშვილი განათლების რეფორმის წარუმატებლობას, როდესაც ეს რეფორმა პირადად მისი და მისი გუნდის წევრების მიერ განხორციელდა.
"ამ რეფორმის უკან დგანან კონკრეტული პირები, რომლებიც გიგი თევზაძის ინსტიტუტში არიან მოკალათებულნი და სწორედ მათი "დამსახურებაა" ის, რომ წლების განმავლობაში, განათლების სისტემა იმ დონემდე მივიდა, როგორც დღეს არის. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში განათლების 5 მინისტრი შეიცვალა, თუმცა არ იცვლებოდა ე.წ. რეფორმის გუნდი, კერძოდ მერაბ სამადაშვილი, ბელა წიფურია, ლევან გახელაძე, ალექსანდრე ლომაია, ალექსანდრე დიდებულიზე და ა.შ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, დეპუტატი იმაში, რომ "განათლების სისტემა დღეს ისეთ დონეზე არ არის, როგორზეც უნდა იყოს, უშუალოდ ამ უწყების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ლომაიას ადანაშაულებს" და სააკაშვილს სწორედ მისი მხილებისკენ მოუწოდებს.
"თუ ვინმეს გამოა, რომ განათლების სისტემა არ არის ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს, ეს ალექსანდრე ლომაიაა. მისი მოძებნა კი პრეზიდენტს არ გაუჭირდება", - განმარტა მან.